ზელენსკი: ბირთვულმა სტატუსმა არ უნდა მისცეს რუსეთს უფლება იყოს უსამართლო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი არ იღებს სათანადო სასჯელს საკუთარი ბოროტებისთვის და ბირთვულ სტატუს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოს დაემუქროს, ამიტომ სამართლის აღსადგენად უნდა რეფორმირდეს საერთაშორისო ინსტიტუტები.

აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰაში, ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საბაზისო ღირებულება – მშვიდობა – ახლა უკრაინელი ხალხისთვის მიუწვდომელია იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკრაინის ხელში ჩაგდება და მისი კოლონიად გადაქცევა, როგორც რუსეთის იმპერიის დროს, წაერთმია მისი ტერიტორია და რესურსები. რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება და იყენებს პრივილეგიებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე რუსეთი იყენებს საკუთარ რესურსებს სხვა ქვეყნების შანტაჟისტვის.

ზელენსკის თქმით, უსამართლობა ვირუსივით ვრცელდება და თუკი მას არ შეაჩერებენ, ყველას მოედება.

„ჩვენ ვერ ვპოულობთ სამართალს, უკვე 31-დღეა სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან გასული, ჩვენს სახელმწიფოზე, ჩვენზე 28-ჯერ დიდი სახელმწიფოსგან. ჩვენ საკუთარი ძალებით ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს ბრძოლის ველზე. მადლობელი ვარ გაეროს გენერალური ასამბლეის და ყველა სახელმწიფოს, რომელიც მხარს უჭერს სამართლიანობის პრინციპზე დადებულ რეზოლუციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები