გერაშჩენკო: შოიგუს ინფარქტი უკრაინაში შეჭრის წარუმატებლობის გამო დაემართა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრციდან გაქრობის მიზეზი ინფარქტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს სამინისტროს მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. 

„შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ არ გამოჩენილა ის საჯარო სივრცეში მარტის შუა რიცხვებიდან. მას ინფარქტი უკრაინაში შეჭრის სრული წარუმატებლობის გამო, პუტინის მკაცრი საყვედურის შემდეგ დაემართა. ახლა ის რეაბილიტაციას გადის ბურდენკოს სახელობის მთავარ სამხედრო კლინიკაში“, – აცხადებს გერაშჩენკო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ორ კვირაზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. რუსმა ჟურნალისტებმა შოიგუს სავარაუდო გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელეს, რაც მისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან 10 დღეზე მეტი გავიდა. ამასთან, გავრცელდა მოსაზრებაც, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და გამოჩენას თავს სწორედ ამიტომ არიდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები