რუსეთის შეარაღებული აგერესიის ფონზე უკრაინაში 136 ბავშვი დაიღუპა
რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზე უკრაინაში 136 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 200-მდე კი დაშავდა. განადგურებული 73 შენობა-ნაგებობა, კიდევ 570 კი ნაწილობრივ დაზიანებულია.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი დაშავებული ბავშვი კიევსა და ხარკოვშია.
„31-დღიანი სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად რუსეთის მხრიდან ჩვენს სახელმწიფოში 136 ბავშვი დაიღუპა. სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 199-მა ბავშვმა. ყველაზე მეტი დაშავებული ფიქსირდება კიევში 63, ხარკოვში – 44, დონეცკში -50, ჩერნიჰივში – 38, ნიკოევსკში -28, ლუგანსკში -25, ზაპოროჟიეში -17“, – აღნიშნეს პროკურატურაში.