ამერიკული მხარის ცნობით, რუსული ჯარი კიევის შტურმისთვის არ ემზადება

ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსული ძალები კიევის შტურმისთვის არ ემზადებიან. ამის შესახებ BBC-ს ვარშავაში მყოფმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

ამერიკული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1250 რაკეტა გაუშვა, რუსული თვითმფრინავები კი ყოველდღიურად 300-მდე ფრენას ახორციელებენ.

წყაროს ინფორმაციით, კიევთან მახლობლად მდებარე სოფელ მაკარევისთვის ბრძოლა გრძელდება. რაც შეეხება ხარკოვს, ამ მიმართულებით რუსეთის არმიამ წინსვლა ვერ შეძლო. ამასთან, რუსმა სამხედროებმა ქალაქ იზიუმის დაცვის გარღვევა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები