ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს
ფინეთსა და რუსეთს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 28 მარტიდან შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური გამოცემა Helsingin Sanomat ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია კომპანია Allegro-ს სამგზავრო მატარებლებზე, რომელიც რეისებს სანქტ-პეტერბურგსა და ჰელსინკს შორის ასრულებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა, უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის გამო, რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
ფინეთის სარკინიგზო კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ფინეთის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისა და სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცემათ.