გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 მარტს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს დანიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 მარტს თბილისი–ბათუმი– თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს დანიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, განრიგის ნახვა შესაძლებელია მოცემულ ცხრილში.
“ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.