გია ვოლსკი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს მხარემ მოიპოვა სავსებით ობიექტური წარმატება
გამარჯვება არის იმ პროფესიონალური საქმიანობის დამსახურება, რომელსაც ხელისუფლება ეწევა, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაუშვებლად ეცნო ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 370 ინდივიდუალური საჩივარი.
„სტრასბურგის სასამართლოში საკმაოდ სერიოზული შემოტევა იყო, მრავალმა ადამიანმა შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ეს რუსეთის მიერ იყო ორკესტრირებული და საკმაოდ პროფესიონალურად ჩამოყალიბებული, თუმცა, აქაც, საქართველოს მხარემ მოიპოვა სავსებით ობიექტური წარმატება. გამარჯვება არის იმ პროფესიონალური საქმიანობის დამსახურება, რომელსაც ხელისუფლება ეწევა“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.