რუსეთი 1 აგვისტოდან პოლონეთიდან ბოსტნეულისა და ხილის შემოტანას შეაჩერებს
რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან პოლონეთის ტერიტორიიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალება. ამის შესახებ სააგენტო ,,რია ნოვოსტიმ” განაცხადა.
,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი აგვისტოდან შევზღუდოთ ბოსტნეულისა და ხილის შემოტანა პოლონეთის ტერიტორიიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება დაბალი ხარისხის არასერტიფიცირებულ პროდუქციას”, – განაცხადა ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.