ბაიდენი: ნატო იმაზე ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო ,,იმაზე ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო და შეერთებული შტატები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვითი საშუალებებით რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად.
,,ნატოს ლიდერები დღეს შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ერთი თვის თავზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, ჩვენი შემართება, ვაგებინოთ პასუხი რუსეთს სასტიკი ომის გამო და ჩვენი თავდადება, გავაძლიეროთ ნატოს ალიანსი“ , – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატოს სამიტი გაიმართა, დღესვე დასავლელი ლიდერები ევროკავშირისა და “დიდი შვიდეულის” შეხვედრებს გამართავენ.