“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას და არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს” – ზახაროვა
ნატო-ს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
“ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებენ. ეს არა მხოლოდ იწვევს საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას, არამედ სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით”, – განაცხადა ზახაროვამ.
მან დასძინა, რომ აღნიშნული “მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელი ნაციონალისტები მათ ფარად იყენებენ”.
„ასეთი მიწოდებებით, დასავლეთის ქვეყნები უხეშად არღვევენ საკუთარ ვალდებულებებს იარაღის გაუვრცელებლობისა და უსაფრთხო შენახვის შესახებ“, – ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.