ნატო „ღია კარის“ პოლიტიკის დაცვას გააგრძელებს
ნატო-ს ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ არ აპირებენ, უარი თქვან “ღია კარის” პოლიტიკაზე, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში სამიტის შემდეგ გავრცელდა.
„ჩვენ ვრჩებით ევროპული და გლობალური უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, მათ შორის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები გარე ჩარევისგან. ჩვენ ვადასტურებთ ნატო-ს “ღია კარის” პოლიტიკისადმი ჩვენს ერთგულებას, მე-10 მუხლის შესაბამისად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი მისი ერთგულების ფუნდამენტური ხასიათი.
ნატო-ს ქვეყნებმა ასევე მიუთითეს, რომ ისინი „ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევენ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის დაშინებითა და ჩარევით დაზარალდნენ და გააძლიერებენ ამ დახმარებას“.
აღინიშნება, რომ აპრილში ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „ორგანიზაციის პარტნიორების მხარდაჭერის გასაძლიერებლად კონკრეტულ წინადადებებს განიხილავენ“.