ნატო საბრძოლო ჯგუფებს რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში განათავსებს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ლიდერები აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ და დამატებით 4 საბრძოლო ჯგუფს რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში განათავსებენ.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოკავშირეებმა გამოთქვეს მზაობა, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე, ქიმიური და ბირთვული საფრთხეების შეწინააღმდეგების მხრივ“, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ალიანსი “ოთხ დამატებით მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში შექმნის, აღმოსავლეთ ფლანგზე 40 000 სამხედროს განათავსებს”.