რუსებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს – არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდასხმის შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ფაქტის ამსახველი ფოტომასალა უკრაინულ მედიასაშუალებებსა და ტელეგრამის არხებში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები