ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ბუდაპეშტის ფორუმზე მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საქმიანი ტურიზმის ფორუმში “MCE Central and Eastern Europe“ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.
ფორუმის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ტურიზმის სფეროში მოქმედი წამყვანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან და საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების პოტენციალი გააცნეს. ფორუმში “MCE Central and Eastern Europe“ საქართველოსთან ერთად ევროპის 30-მდე სახელმწიფო იყო წარმოდგენილი.

(უნგრეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, საფრანგეთი, ბენილუქსის, სკანდინავიის, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ. ) ღონისძიებაში 80-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ: ევროპის დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიუროები, ტურიზმის საბჭოები, ავიაკომპანიები და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები. “MCE Central and Eastern Europe“ ფორუმი 10 წელზე მეტია იმართება და ევროპის კონტინენტზე საქმიანი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები