რუსმა ოკუპანტებმა კიევში უკვე 87 საცხოვრებელი კორპუსი, 12 სკოლა, 6 საბავშვო ბაღი დაბომბეს
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შედეგად, ოკუპანტებმა კიევში უკვე 87 საცხოვრებელი კორპუსი, 10 კერძო საკუთრება, 6 საბავშვო ბაღი და 12 სკოლა დაბომბეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღითი დღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც დახმარება სჭირდება, რადგან მტერი საჰაერო იერიშებით ქალაქის უბნებს ანადგურებს. კერძოდ, რუსეთის მასშტაბური შემოჭრის დაწყებიდან დედაქალაქში 87 საცხოვრებელი კორპუსი, 10 კერძო საკუთრება, 6 საბავშვო ბაღი და 12 სკოლაა დაზიანებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, უკვე 128 ბავშვია დაღუპული, 172 დაჭრილი.