აშშ-მა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე თავდასხმის რისკებს შეისწავლის

აშშ-ის თეთრმა სახლმა საიდუმლო სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ქმედებების შესაძლო სცენარებს ავითარებს. ამის შესახებ გამოცემა New York Times სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სამუშაო ჯგუფის ამოცანაა, შეიმუშაოს NATO-ს სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი მასობრივი განადგურების ქიმიურ, ბაქტერიულ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

“ვეფხვის გუნდის” სახელით ცნობილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები შედიან, 28 თებერვლიდან მოყოლებული სიმულაციურ წვრთნებს ატარებს.

სანდო წყაროების ინფორმაციით, ჯგუფის მოვალეობაა ასევე გეგმის შემუშავება იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი NATO-ს ტერიტორიას დაესხმება თავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდი, რომელიც კვირაში სამჯერ იკრიბება, ასევე, შეისწავლის რუსეთის მზადყოფნას შეუტიოს მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოს.

შეგახსენებთ, 23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები