ზელენსკი: ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ რუსეთი, მსოფლიომ ომი უნდა შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა შეაჩეროს. მისი თქმით, მსოფლიომ ომი უნდა შეაჩეროს.

ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა.

“რუსეთის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომი არ არის. ის ბევრად უფრო ფართოა. რუსეთი თავისუფლებას ებრძვის. რუსეთისთვის უკრაინული მიწა მხოლოდ დასაწყისია. ის ცდილობს, ევროპის მოსახლეობის თავისუფლება დაამარცხოს, მსოფლიოში ყველა ადამიანის. ის ცდილობს, აჩვენოს, რომ მხოლოდ უხეშ და სასტიკ ძალას აქვს მნიშვნელობა. ის ცდილობს, აჩვენოს, რომ ადამიანებს არ აქვთ მნიშვნელობა, ისევე – როგორც ყველაფერ იმას, რაც ადამიანებად გვხდის. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ყველამ უნდა შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მოქმედებს უკრაინის და თავისუფლების მხარდასაჭერად.

“მაგრამ ომი გრძელდება. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. უკვე თვე გავიდა. ეს გულს მიხეთქავს, ყველა უკრაინელსა და ყველა თავისუფალ ადამიანს დედამიწაზე. ამიტომ, გთხოვთ, ხმამაღლა გამოდით ომის წინააღმდეგ”, – თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები