ექსკურსია ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში – უკრაინაში საბრძოლო ტერიტორიების დათვალიერება 1000 გრივნა ღირს
საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა უკრაინაში, სადაც ზოგიერთმა “კომერსანტმა” ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა საექსკურსიო ადგილებად გამოაცხადა და ტურისტული მარშრუტებიც კი შეადგინა. ამის შესახებ ვებგვერდი ,,vkulake.com.” იუწყება.
,,საინტერესო ექსკურსია განთავისუფლებულ ქალაქებში. ექსკუსია რისკის ზონაში, სადაც ახლაც კი ბრძოლები მიმდინარეობს”, – ნათქვამია სარეკლამო განცხადებაში. რაც შეეხება ექსკურსიის ფასებს, აქ სასტარტო ფასი 1000 გრივნიდან იწყება და ზევით მიდის, ნებადართულია ფოტო და ვიდეოგადაღება. ექსკურსიის სერვისში შედის დაცვითი კომუფლიაჟის ტანსაცმლის ქირაობა. საექსკურსიო ტურები უკვე გაიმართა ქალაქებში – კრამატორსკში, ლისიჩანსკში, კრასნი ლიმანში, რუბეჟნოეში. საინტერესოა ფაქტი, რომ მოსანახულებელი ქალაქების რაოდენობა იზრდება.