სალომე სამადაშვილი: გვჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხები შეკითხვებზე, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველყოს ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი

“ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული, მშვიდი და მწყობრი პასუხები შეკითხვებზე, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველყოს ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ასევე უნდა უნდა უპასუხოს კითხვას, თუ როგორ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

“დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული, მშვიდი და მწყობრი პასუხები შეკითხვებზე, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველყოს ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, ჩვენი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატო-ში; ასევე, ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება, რა ნაბიჯები იდგმება დღეს იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში თავი ვიგრძნოთ დაცულად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული პასუხები, მათ შორის, იმასთან, თუ რა შესაძლო გამოწვევები არსებობს და რა გეგმა არსებობს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები