ანდრეი კასიანოვის თქმით, საელჩოს უკრაინის მთავრობისგან სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა არ მიუღია

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის განცხადებით, საელჩოს სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობისგან არანაირი ოფიციალური მიმართვა არ მიუღია.

„მე ვიცი, რომ თქვენ გქონდათ რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ვიცით, რომ თქვენ გაინტერესებდათ, თუ იყო უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მინდა, გითხრათ, რომ საელჩოს არ მიუღია და არც საელჩოს არ გადაუცია ოფიციალური მიმართვა უკრაინის მთავრობის, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ “ქართულ ოცნებას” წერილით მიმართა, სადაც მმართველ პარტიას მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გაგზავნას სთხოვდა. მიზეზად კი სააკაშვილის გამოცდილების უკრაინისთვის გაზიარებას ასახელებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები