რომან გოცირიძე: ნეიტრალიტეტი და მსგავსი იდეები საქართველოში ვერ გაიხარებს

“ნეიტრალიტეტი და მსგავსი იდეები საქართველოში ვერ გაიხარებს, ეს უნდა თქვას პირდაპირ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნეიტრალიტეტი საქართველოს ბელარუსიზაციას ნიშნავს.

„ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს ბელარუსიზაციას. ბელარუსი, რომელიც რუსეთის კოლონიაა და სამხედრო პარტნიორი. ნეიტრალიტეტის თემა „ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო, მის მიერ დაქირავებული ექსპერტების, მის მიერ მართული ექსტრემისტული ჯგუფების მიერ. ამ ჯგუფებს ხან „მარში“ ერქვა, ვასაძის პარტია, დღეს ამას ჰქვია „ალტ-ინფო“. ხელისუფლებამ გადაჭრით, ახლავე უნდა თქვას, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის ერთგულია, სადაც შავით-თეთრზე წერია, რომ საქართველოს მიზანი არის ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება. არავითარი ნეიტრალიტეტი და მსგავსი იდეები საქართველოში ვერ გაიხარებს, ეს უნდა თქვას პირდაპირ”, – აცხადებს გოცირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები