“როსკოსმოსი”: უკრაინელებმა ორსული რუსი ქალების წინააღმდეგ ბიოიარაღი შეიმუშავეს

“როსკოსმოსის” გენერალური დირექტორის, დიმიტრი როგოზინის მტკიცებით, “უკრაინაში შემუშავებული ბიოიარაღი” გავლენას ახდენს ქალების რეპროდუქციულ სისტემასა და „გარკვეული ეთნიკური ჯგუფების“ იმუნიტეტზე, განსაკუთრებით – „რუსეთის მოსახლეობაზე“.

ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.

„ეს იარაღი გავლენას ახდენს როგორც გარკვეული ეროვნების ქალების რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ისე, ზოგადად, კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის იმუნურ სისტემაზე, იწვევს ალერგიას, ტრადიციული საკვების მიმართ მიუღებლობას და დაავადებებისადმი მიდრეკილებას, რომლებიც იწვევს ერის იმუნიტეტის შესუსტებას და მის განადგურებას ომების გავლენის გარეშე“, – წერს ის.

მისი თქმით, “პენტაგონის მიერ ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერიმენტების მიზანი „ეთნიკური იარაღის“ შემუშავებაა რუსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები