“შეტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში მშვიდობისმყოფელად შეხვალ” – კადიროვი ზელენსკის მიმართავს
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთისკენ “შეტრიალდეს”, რომ ისტორიაში მშვიდობისმყოფელად შევიდეს.
ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.
„თუ არ გინდა, ისტორიაში შეხვიდე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც ხასიათის სისუსტისა და არაპროგნოზირებადობის გამო ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეს და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა დახვრიტო ასეთი მრჩევლები, როგორც მოღალატეები. ნუ მისცემთ უფლებას, თავი უპერსპექტივო იდეებით გაგიტენონ – ჩართე გონება. შეტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში მშვიდობისმყოფელად შეხვალ, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა”, – წერს კადიროვი.