რუბეჟნიში მაღალსართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა

​ლუგანსკის ოლქში, რუბეჟნიში რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვია.

ამის შესახებ ლუგანსკის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგი გაიდაიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო დღეებში ლუგანსკში ობიექტების ინტენსიური იერიში გაიზარდა.

გაიდაიმ დაწერა, რომ გუშინ რუბეჟნიში სასწავლო დაწესებულება და საწარმო დაიბომბა, ასევე, მაშველები ლისიჩანსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.

გარდა ამისა, ჭურვის მოხვედრის შედეგად, ხანძარი გაჩნდა კრემენში – 5 საცხოვრებელ სახლში, ასევე, რუბეჟნიში სამ სახლს გაუჩნდა ცეცხლი.

სერგი გაიდაის თქმით, “როდესაც მტერმა რუბეჟნიში ბლიცკრიგი ვერ განახორციელა, ის აკეთებს იმას, რაც იცის – ქალაქს ანადგურებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები