Times: დიდი ბრიტანეთი სამიტზე ალიანსის წევრებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთი ნატო-ს რიგგარეშე სამიტზე, რომელიც ხვალ, 24 მარტს გაიმართება, ალიანსის წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ გაზეთი Times დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ლონდონი აპირებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე ისაუბროს, რომ ამ გზით უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა გაიზარდოს.
“ვცდილობთ, გავზარდოთ მათთვის საჭირო იარაღის ნაკადი, ამის მუდმივი დეფიციტია“, – ციტირებს გაზეთი ოფიციალური პირის სიტყვებს.
ნატო-ს რიგგარეშე სამიტს, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენიც დაესწრება.