ობამამ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ამერიკამ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა

დღეისათვის ამერიკა ვერ ხედავს აუცილებლობას, იარაღი მიაწოდოს უკრაინის ეროვნულ არმიას, რომელიც ისედაც უფრო კარგად არის შეიარაღებული, ვიდრე სახალხო რესპუბლიკის სამხედრო შენაერთები. ამის შესახებ ობამამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც რუსეთის სანქციების საკითხი განიხილა.
,,უკრაინელები უფრო კარგად არიან შეიარაღებულები, ვიდრე სეპარატისტები. ჩვენი მიზანია, დღეს სისხლისღვრა ავიცილოთ და გავლენა მოვახდინოთ რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე”,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ობამამ ასევე ყურადღება გაამახვილა ექსპერტების პროგნოზებზე, რომელთა თქმით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა ამ ეტაპზე ნულის ტოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები