ჰანს ქრისტიან ანდერსონის ლიტერატურული პრემიის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ჰანს ქრისტიან ანდერსონის ლიტერატურული პრემიის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პრემიის ლაურეატები გახდნენ: ფრანგი მწერალი მარი-ოდ მიურელი და კორეელი ილუსტრატორი სუზი ლი.
ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო ლიტრატურული პრემია 1956 წელს, იუნესკოს ეგიდით, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის საერთაშორისო საბჭომ დააარსა.
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა 1963 წლიდან იმართება და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა.  ბოლონიის ბაზრობის ფარგლებში მთავარი საბავშვო ლიტერატურული პრემიების, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატებს გამოავლენენ. წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან წარდგენილები იყვნენ: მარიამ წიკლაური, თეა თოფურია, ირმა მალაციძე, ვარლამ ჯმუხაძე და ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები