ორდღიანი ბრძოლების შედეგად უკრაინის არმიამ 125 ერთეული მძიმე ტექნიკა დაკარგა

ქალაქ შახტიორსკთან ბრძოლებში სახალხო არმიის ნაწილებმა უკრაინის ეროვნული გვარდიის 125 ერთეული მძიმე ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ მედიას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ფეოდორ ბერეზინმა გააცნო. სააგენტო ,,ნოვოროსიას” ინფორმაციით, განადგურებულია 125 ერთეული მძიმე ტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორი. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური კიევი არსებული სიტუაციის თაობაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის სამხრეთ რაიონებში. ბერეზინის თქმით, ისინი შახტიორსკის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები