საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის კმ1–კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ცალმხრივ რეჟიმში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ1–კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ცალმხრივ რეჟიმში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.