კანადა და იაპონია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ

,,როიტერის” ინფორმაციით, კანადის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთს ახალი ტიპის სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ოფიციალურად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ოტავა მიბაძავს ვაშინგტონსა და ბრიუსელს და იძულებული იქნება, რუსეთის მიმართ ეკონომიკური ბერკეტები აამუშაოს.
ჰარპერმა კიდევ ერთხელ დასდო რუსეთს ბრალი აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებაში. თითქმის იგივე პოლიტიკით აპირებს რუსეთთან ურთიერთობას იაპონიის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს იზიარებს და კრემლისთვის საკუთარი სანქცირებული პაკეტის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ესიხიდე სუგამ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები