ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულებს შორის არ არიან სამგზავრო ავტობუსის მგზავრები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები