გორლოვკის სამხედრო შენაერთებმა მეგობრის ცოლში 17 სამხედრო ტყვე გაცვალეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეცაა

გორლოვკის სახალხო სამხედრო შენაერთების წევრებმა 17 სამხედრო ტყვე ერთ-ერთი მეგობრის ცოლში გაცვალეს. ოლგა კანიგინა უკრაინის სამხედრო პროკურატურის მიერ იყო დაკავებული და ბრალი ედებოდა სეპარატისტების ფინანსურ მხარდაჭერაში. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რია-ნოვოსტი” ავრცელებს. ტყვეთა გაცვლა სამშაბათს საღამოს მოხდა. განთავისუფლებულ მეომართა შორის არიან: საქართველოს მოქალაქე ვასილი ბუდიკი, 72-ე ბრიგადის წევრი 6 სამხედრო, კაპიტანი რომან ზასუხა, სამი სპეცნაზელი ოფიცერი და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები. გაცვლის შემდეგ ისინი კიევში გაემგზავრნენ, სადაც მათ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები