საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა – MIR – ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.
„კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ MIR – ი სისტემას საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.