არესტოვიჩი: უკრაინის ხელისუფლება საგანგებოდ მუშაობს მარიუპოლის გადარჩენასა და გათავისუფლებაზე

უკრაინის ხელისუფლება ყველა საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებით მარიუპოლის გათავისუფლებაზე მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მარიუპოლის დამცველებს – უკრაინის საზღვაო ქვეითებს, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ქვედანაყოფებს და „აზოვის“ სპეცდანიშნულების რაზმს, რომლებიც სიმამაცეს იჩენენ და ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს.

„ძვირფასი თანამემამულეებო, თქვენი სიმამაცე და გმირობა, თქვენი სამხედრო პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას მოვაგვაროთ მარიუპოლის პრობლემა ყველაზე მაღალ დონეზე. ყოველი წუთი, რომელიც თქვენ მოიგეთ, მარიუპოლის მცხოვრებლების სიცოცხლეს იცავს, რომლებიც გამოდიან ქალაქიდან სპეციალური დერეფნების საშუალებით ან რჩებიან ქალაქში, რომელსაც თქვენ ამაგრებთ. მადლობას გიხდით უპრეცედენტო მასობრივი გმირობისთვის. უკრაინის ხელისუფლება საგანგებოდ მუშაობს მარიუპოლის გადარჩენასა და გათავისუფლებაზე, ყველა შესაძლო და შეუძლებელი საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებით,“- განაცხადა არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები