ნოდარ ტურძელაძე: არავის უნდა ჰქონდეს უფლება, შეურაცხყოს პოლიციელები, პოლიციის მუნდირი

ყველა ადამიანს, ყველა თაობის წარმომადგენელს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, შეურაცხმყოფელი სიტყვებით და შეურაცხმყოფელი ქცევებით მოექცეს ჩვენს პოლიციას, მოექცეს პოლიციის მუნდირს, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას.

მისი შეფასებით, ეს დაუშვებელია და ჩნდება კითხვა, თუ როგორ რეაგირებს უწყება კონკრეტულად იმ ადამიანებზე, ვინც შეურაცხყოფს პოლიციელებს.

„არ შემიძლია, არ შევუერთდე პათოსს ჩვენი პოლიციელების მიმართ ბოლო პერიოდში გამოჩენილი, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი საქციელების მიმართ. ეს არის დაუშვებელი და საზოგადოებას, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, ამ შემთხვევაში როგორ რეაგირებს თქვენი უწყება კონკრეტულად იმ ადამიანებზე, ვინც ფქვილი შეაყარა, თუ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება და რა პრევენციული ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომში. ერთი მხრივ, ჩვენ გვახსოვს, რომ პოლიციელმა შესაძლო ძალადობა ჩაიდინა შშმ პირზე, აღვშფოთდით ყველა, იყო რეაგირება დროული და სწრაფი და, მეორე მხრივ, რა ხდება ამ შემთხვევაში, როდესაც პირიქით პოლიციელების მისამართით ხდება მსგავსი ძალადობები?“, – მიმართა პარლამენტის წევრმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები