სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის რომან შამათავას 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს რომან შამათავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ხოლო ტერორიზმის ბრალდებაში იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. რომან შამათავას გარდა, ამ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულიაც იყო ბრალდებული, რომელიც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლით პირობითი მსჯავრი დაედო.
პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები