კელი დეგნანი: არავინ ითხოვს საქართველოს მთავრობისგან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას, საქართველო უერთდება საერთაშორისო სანქციებს, როგორც შეუძლია

არავინ არ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გაკეთება საჭირო არ არის, ამას არავინ ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უერთდება საერთაშორისო სანქციებს, როგორც ეს შეუძლია.

“დღეს ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ხოცავს ათასობით უკრაინის მოქალაქესა და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს. სანქციების მიზანია შეცვალოს რუსეთის მოქმედება. მინდა  ხაზი გავუსვა, რომ არავინ არ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გაკეთება არაა საჭირო, არავინ ითხოვს ამას. რასაც მოველით ყველა ქვეყნიდან, ჩემი ქვეყნიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან არის ის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ წასასვლელად საერთაშორისო სანქციებისთვის კორდინირება.

საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების კონტექსტში – იქნება ეს ირანი თუ სხვა ის ქვეყნები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოსა და ამერიკის ინტერესის წინააღმდეგ. იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც სწამთ თავისუფლების, სტაბილურობის, უსაფრთხოების. საქართველო უერთდება ბევრ საერთაშორისო სანქციას, რომელთაგან დიდი ნაწილი არ დააზარალებს საქართველოს. და რა თქმა უნდა, თუ არ შეუერთდება ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს, ამის შედეგები დადგება”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები