სირიის არმიამ ,,ისლამური ფრონტის” „ბოევიკების“ შეტევა მოიგერია
სირიის სახელმწიფო არმიამ ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ისლამური ფრონტის” „ბოევიკების“ სამხედრო შეტევა მოიგერია. ბრძოლები მიმდინარეობდა ალეპოს დასახლებულ რაიონებში. ტერორისტები მიწისქვეშა გვირაბების ქსელის გამოყენებით მოხვდნენ სამთავრობო კვარტალთან, სადაც განლაგებულია ელ-ხოსროფიას მეჩეთი და რამდენიმე შენობა ააფეთქეს. ნაღმი პოლიციის განყოფილებასთან ახლოს აფეთქდა. აფეთქების შემდეგ დაიწყო ტერორისტების შეტევა შენობებზე, თუმცა დროულად მოხდა მათი შეჩერება და უკან გადასროლა.