ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის განხილვა დასკვნით ფაზაში გადავიდა

პარლამენტი ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის განხილვის დასკვნით ფაზაში გადავიდა. კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. მმართველ გუნდსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზი ხდება საკითხი, თუ ვის ექნება წვდომა ფარულ ვიდეოაუდიო ჩანაწერებზე და ვინ გააკონტროლებს ეგრეთ წოდებულ გასაღებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ე.წ გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩება. აღნიშულს არ იზიარებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტოტალურ მოსმენებს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები