ამერიკამ ევროკავშირის კვალდაკვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, რითაც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. როგორც “ბი-ბი-სი” წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ შეუერთდა ევროკავშირის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც ენერგეტიკის, თავდაცვის და ფინანსების სფეროებს ეხება. ობამას განცხადებით, ახალი ეკონომიკური ზომების მიზანია, რუსეთის ეკონომიკას დარტყმა მიაყენონ და ეს იქნება სასჯელი იმისათვის, რომ მოსკოვი აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერას.
“სერიოზული სანქციები, რომელიც დღეიდან შემოდის, მოწოდებულია იმისკენ, რომ რუსეთზე დამატებითი ზემოქმედება მოხდეს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის გარემოცვაზე და იმ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, ახალი სანქციები არის კონკრეტული ზომა იმის გამო, რომ რუსეთს არ სურს, აღიაროს უკრაინის უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი მომავალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები