ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სექტორული ტიპის სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ახალი სანქციების პაკეტი შეეხება ეკონომიკურ სექტორს – ენერგეტიკას, ფინანსებს, შეიარაღებას და მძიმე მრეწველობას. ამის შესახებ,,ასოშეითედ პრესსმა” განაცხადა. ახალი სექტორული ტიპის სანქციები რუსეთის უმსხვილეს ბანკებსაც შეეხება, რომელთა აქტივების დიდი ნაწილი ამერიკაშია განთავსებული. შავ სიაში მოხდა ,,ვითიბი”, ,,როსსელხოზბანკი”, ,,მოსკოვის ბანკი” და გემთმშენებელი კორპორაცია.