ირაკლი კობახიძე: უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან

“უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციებს საფუძვლად უსაფრთხოების რისკების ანალიზი უნდა დაედოს.

„რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენი პოზიციის გახმოვანება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები