ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას, როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც საქართველო ისევ პირდაპირი სამიზნე გახდებოდა; ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა, ისევ მაქსიმუმზე ადიოდა

„ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა, ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. “ქართულმა ოცნებამ” დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც, რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს“, – წერს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის თქმით, საკითხავია, რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!

„ჩემი ინფორმაციით, ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად. როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ფაქტზე ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც ჩვენ ისევ პირდაპირი სამიზნე ვხდებოდით. ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა, ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. ,,ქართულმა ოცნებამ,, დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს. რამდენიმე კითხვა მეც მრჩება, რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც ნაც. მოძრაობაში (საიდანაც ჟონავს ეს ინფორმაცია) და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები