ანდრეი კასიანოვი: ომის დაწყებიდან საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა
უკრაინა მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც უწევენ დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს, რათა მიიღონ და დასახლდნენ მეზობელ ქვეყნებში, ასევე, იმ ქვეყნებში, რომლებმაც მათთვის კარი გააღეს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა.
დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 4 100 მოქალაქე იმყოფება. უკრაინელები საქართველოში შემოსვლას 2022 წლის 24 თებერვლიდან იწყებენ. ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან. ჩვენი საელჩო ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი, მათ შორის, თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინულ-რუსული ომის გამო. მადლობელი ვარ, რომ მოქალაქეების, ბიზნესის, ორგანიზაციების მხრიდან, ჰუმანიტარული ნაკადი არ მცირდება. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, არსებობს ორგანიზებული პუნქტები ასეთი დახმარების მისაღებად”, – განაცხადა კასიანოვმა.