სი–ენ–ენი: უკრაინამ ბალისტიკური იარაღი გამოიყენა (ვიდეო)
„სი-ენ-ენი“ ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში უკრაინამ ამბოხებულების წინააღმდეგ კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ტელეკომპანიის კორესპონტენტმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ქვეყანაში კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა.
„სი-ენ-ენის“ კორესპონდენტმა პენტაგონიდან ჩართვისას აღნიშნა, რომ მას ვაშინგტონში, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაუდასტურა ფაქტი, რომ ბოლო 2 დღე-ღამის განმავლობაში ახლო მოქმედების რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
“ამ რაკეტების ფრენის სიჩქარე 50 მილია. თუმცა, მისი საბრძოლო თავი ათას ფუნტს იწონის. ამ იარაღს შეუძლია ერთი გასროლით ათობით ადამიანი მოკლას. ჩვენ ამ წუთას არ ვფლობთ ინფორმაციას იარაღის გაშვების ადგილის და მისი სამიზნე წერტილების შესახებ, თუმცა ამის შესახებ ცნობილია აშშ-ის ხელისუფლებისთვის. ისინი ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. როგორც ჩანს, უხერხულ სიტუაციაში იმყოფებიან. მათ არ იციან, ახლა რა პოზიცია დაიჭირონ, რადგან თავად განაცხადეს, რომ უკრაინელებს აქვთ უფლება საკუთარი ქვეყანა დაიცვან“, – აღნიშნავს „სი-ენ-ენის“ ჟურნალისტი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=y9-8KvtfjZA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]