რატი იონათამიშვილი – პრეზიდენტის ინიციატივაზე: მსგავსი უწყება არსებობდა მთავრობაში, მაგრამ რამდენად იყო მისი მუშაობა ეფექტიანი, ეს ცალკე დავის საგანია
ჩვენ გვახსოვს, რომ მსგავსი უწყება არსებობდა მთავრობაში, მაგრამ რამდენად იყო მისი მუშაობა ეფექტიანი, ეს ცალკე დავის საგანია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
იონათამიშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციის ჩართულობაზეც ისაუბრა.
“რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას ევროინტეგრაციის გზაზე, ჯერჯერობით, ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ისინი მხოლოდ ძირისგამომთხრელი საქმიანობით არიან დაკავებულები. თუკი ისინი შეიცვლებიან, ამის ტექსტი ხვალინდელი დღეც იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინდელ საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის ინიციატივა გააჟღერა.