საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა.
სხდომა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება.
ნატო-ს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის გააკეთებს ერთობლივ განცხადებას, შემდეგ კი ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხვდება საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს, ჯოზეფ ბორელთან ერთად, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.