კადიროვმა აღმოსავლეთ უკრაინის დასახმარებლად 7,5 მილიონი დოლარი გამოყო

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა აღმოსავლეთ უკრაინის სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად 7,5 მილიონი დოლარი გამოყო. „ვესტი“ იუწყება, რომ თანხა რეანიმობილების, სამედიცინო ინსტრუმენტების, მედიკამენტების და ელექტროგენერეტორების შეძენას მოხმარდება.
„თანხა რეგიონული ორგანიზაციის, რუსეთის გმირის ახმად-ხაჯი კადიროვის სახელობის ფონდიდან ჩემი თხოვნის საფუძველზე გამოიყოფა. ჩემი სურვილია, დავეხმარო აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას“, – ამის შესახებ კადიროვმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები