შახტიორსკში გააფთრებული ბრძოლებია. ხალხი ტოვებს ქალაქს (ვიდეო)

ამ წუთებში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ შახტიორსკში (დონეცკის ოლქი). ორმხრივი ბრძოლების შედეგად დაჭრილია 11 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის არმია „ბოევიკების“ პოზიციებს საარტილერიო დანადგარებიდან ბომბავს, ქალაქში დანგრეულია მრავალი სახლი. ხალხი მასობრივად გარბის და საცხოვრებელ სახლებს ტოვებს. დარჩენილები კი თავს სარდაფებს აფარებენ. მაღაზიებში არ შედის ახალი პროდუქტი, ქალაქს არ აწვდიან პურს. საკმაოდ რთული ვითარებაა გარეუბნებშიც, სადაც საარტილერიო ჭურვებმა გადამცემი ანძა და სხვა ტექნიკური ობიექტები დააზიანა.
უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო სამსახურის წევრის ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, სეპარატისტები ქალაქს ,,გრადის“ ტიპის რაკეტებს უშენენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qyrR0gfiF68″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები