უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოკუპანტებმა 79 ბავშვი მოკლეს, 100-მდე კი დაჭრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი დაზარალებულია კეივში, ხარკოვში, დონეცკში, სუმში, ხერსონა და ჟიტომირის რაიონში. ეს რიცხვები არ არის ზუსტი, ვინაიდან არ არის საშუალება შესაბამისმა პირებმა დაათვალიერონ ყველა ის ადგილი, სადაც რუსეთმა იერიში მიიტანა ან ამ დრომდე ახორციელებს თავდასხმას. დღეის მდგომარეობით, დანგრეულია 280 სასწავლო დაწესებულება – 9 მათგანი მთლიანად განადგურებულია. დონეცკის რაიონში დანგრეულია 110 სასწავლო დაწესებულება, სუმში – 28, ხოლო კიევში – 17 და 10-ზე მეტი საბავშვო სამკურნალო დაწესებულება.
საშუალოდ ოკუპანტების მიერ უკრაინაში დღეში 17 სასწავლო დაწესებულება ნადგურდება. შესაბამისად, აქტიური სამხედრო მოქმედებების გამო, 7 მილიონ ბავშვს არ აქვს საშუალება მიიღოს განათლება.